English / ქართული / русский /
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიჯანდრი ზარანდია
მდგრადი განვითარების საკითხისათვის

ანოტაცია. მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში თანამედროვე კაცობრიობის და მომავალი თაობების ეკონომიკურ განვითარებასა და ბუნებრივი გარემო პირობების დაცვას შორის რაციონალური კავშირის განსაზღვრა აუცილებელ პირობად იქცა. მნიშვნელოვანწილად ეს ეხება ბოლო პერიოდში საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების მცდელობას, რომლის სახითაც მდგრადი განვითარების კონცეფციამ წამოიწია.

ტერმინის - "მდგრადი განვითარება" - ისტორია ფაქტობრივად დაიწყო გარემოსთან დაკავშირებული გაეროს კონფერენციის დეკლარაციიდან (სტოკჰოლმი, 1972). მდგრადი განვითარების პრობლემატიკა აქტიურად განიხილება ყველა ნაციონალურ და საერთაშორისო კონფერენციაზე. თუმცა "მდგრადი განვითარების" არსის ზოგადად აღიარებული განმარტება არ არსებობს, მას ყველა თავისებურად მოიხსენიებს. დღეისათვის "მდგრადი განვითარების" 50-ზე მეტი განმარტება არსებობს და მათი რაოდენობა იზრდება. მდგრადი განვითარება _ გაეროს განმარტებებით _ არის საზოგადოების განვითარება, რომელიც საშუალებას იძლევა ახლანდელი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა ისე, რომ არ დააზარალოს ის შესაძლებლობები, რასაც მომავალ თაობებს მათი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მემკვიდრეობით დაუტოვებს.

იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში მდგრადი განვითარების ამოცანები შემდეგნაირად ხაიათდება:
 ეკონომიკური ზრდის ამაღლება;
 გარემოს დაცვის მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის თვალსაზრისით;
 სოციალური თანასწორობის მიღწევა.

მდგრადი განვითარების გამოკვლევა ემყარება დროის გარკვეულ მონაკვეთში სხვადასხვა სისტემების მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას. მდგრადი განვითარება სოციოეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ვარაუდობს, რომ ასეთი სისტემის თვისების წონასწორობა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ბალანსი გარემო ზემოქმედების დროს ნარჩუნდება

სოციოეკოლოგო-ეკონომიკური სისტემა შეიძლება დახასიათდეს როგორც არამდგრადი, რამდენადაც საერთო სისტემაში შეკრებილ ქვესისტემაში ინტერესთა ბალანსის მიღწევა ძალიან რთულია. დღეისათვის მდგრადი განვითარების ეკონომიკური ახსნის წინა პლანზე გადმოტანა შესაძლებელია კანონზომიერად ჩაითვალოს, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევა სერიოზული ეკოლოგიური ცვლილებების გამო შეუძლებელი ხდება.

მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში თანამედროვე კაცობრიობის და მომავალი თაობების ეკონომიკურ განვითარებასა და ბუნებრივი გარემო პირობების დაცვას შორის რაციონალური კავშირის განსაზღვრა აუცილებელ პირობად იქცა. გლობალიზაციის პროცესის გაძლიერება სულ უფრო ახალ კითხვებს აჩენს, რაზეც პასუხის მოძებნა მთელ კაცობრიობას მოუწევს. მნიშვნელოვანწილად ეს ეხება ბოლო პერიოდში საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების მცდელობას, რაც დამყარებულია ახალი გლობალური სივრცის რეალიებზე, რომლის სახითაც მდგრადი განვითარების კონცეფციამ წამოიწია.

ისტორიულად, მდგრადი განვითარების თეორიის “დღის შუქზე გამოსავლელად” მომზადების პირველ ეტაპად იქცა ბიოსფეროს განვითარების ვ. ი. ვერნადსკის შრომები, რამაც ის კაცობრიობის განვითარების პლანეტარული ასპექტების განხილვასა და კაცობრიობის არსებობის საშუალების ცვლილებების აუცილებლობის აღიარებამდე მიიყვანა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ხალხის მასის, ცალკე თითოეულის ინტერესები და პიროვნების თავისუფალი აზრი განსაზღვრავს კაცობრიობის სიცოცხლეს (ცხოვრებას), სამართლიანობაზე მისი წარმოდგენის საზომი ხდება. ადამიანის აზრისა და შრომის წინაშე დგება საკითხი თავისუფალად მოაზროვნე კაცობრიობის ერთიანი ინტერესების გათვალისწინებით ბიოსფეროს გარდაქმნის შესახებ. ბიოსფეროს გარდაქმნით მიღებული მისი ახალ მდგომარეობა _ ნოოსფეროს სახელწოდებითაა მოხსენიებული. ვ.ი. ვერნადსკის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მას არსობრივად შემოაქვს კავშირების - "ადამიანი-ბუნება" - ანალიზის დროს ახალი საზომი "კაცობრიობა, როგორც ერთი მთლიანი". მას სოციალური ანალიზი გლობალურ სიბრტყეში გადააქვს.

ვერნადსკიმ საფუძველი დაუდო მდგრადი განვითარების როგორც ნოოსფეროზე სწავლების შესახებ კონცეპტუალურ საფუძვლებს, რაშიც, როგორც მისი შრომების მკვლევარები აღნიშნავენ, ის გულისხმობდა ისეთ სტადიას "დედამიწის ნოოსფეროსი, რომელზეც კაცობრიობის ერთობლივი აზრის გამარჯვების შედეგად შეთანხმებულად დაიწყებენ განვითარებას ადამიანიც, როგორც პიროვნება და ადამიანთა გაერთიანებული საზოგადოება, და ადამიანთა მიერ მიზანშეწონილად გარდაქმნილი მათ ირგვლივ არსებული ბუნებრივი გარემო".

ამჟამად მდგრადი განვითარების კონცეფციის საფუძველზე ხდება ცოდნის ინტეგრალური ზოგადმეცნიერული პარადიგმის ჩამოყალიბება, რაც წარმოიქმნება როგორც ფართო სინთეზი მეცნიერებებისა ბუნების, საზოგადოების და ადამიანის შესახებ, ანუ ყოფიერების სამი ძირითადი მიმართულებისა.

მდგრადი განვითარების კონცეფცია შემოთავაზებული ან, უფრო სწორად, ფორმულირებული იყო გაეროს კონფერენციაზე გარემოს პირობებისა და განვითარების შესახებ 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში. თავდაპირველად ეს კონცეფცია ორიენტირებული იყო კაცობრიობის გადარჩენის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის ფონზე.

თვით ტერმინის _ "მდგრადი განვითარება" _ ისტორია ფაქტობრივად დაიწყო გარემოსთან დაკავშირებული გაეროს კონფერენციის დეკლარაციიდან (სტოკჰოლმი, 1972), აგრეთვე, რომის კლუბის ნაშრომებიდან, როცა ცხადად იყო განცობიერებული და აღნიშნული სოციო-ბუნებრივ სისტემებზე ზემოქმედების პრობლემა. შედეგად, გაეროსთან არსებული გარემოს დაცვისა და განვითარების შესახებ შექმნილმა საერთაშორისო კომისიამ მიზნად დაისახა შესაბამისი პროგრამის ჩამოყალიბება, რომლის სახელწოდებად შემოთავაზებული იყო სწორედ "მდგრადი განვითარების" გაგება, რომელიც, როგორც ტერმინი, დაფიქსირებული იყო რიო-დე-ჟანეიროში გაეროს აღნიშნულ კონფერენციაზე. შემდგომში ეს ტერმინი, რომელიც თავიდან სოციო-ბუნებრივ კომპლექსურ პრობლემატიკაზე იყო ორიენტირებული, უკვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში გამოიყენებოდა.

მდგრადი განვითარების პრობლემატიკა აქტიურად განიხილება სამეცნიერო პრესაში, ყველა ნაციონალურ და საერთაშორისო კონფერენციაზე. თუმცა "მდგრადი განვითარების" არსის ზოგადად აღიარებული განმარტება არ არსებობს, სხვადასხვა დასახელება განპირობებულია იმით, რომ რა დეფინიციაც არ უნდა დააფიქსირო, მას ყველა თავისებურად მოიხსენიებს. საქმე კიდევ საკითხის შინაარსისადმი, მისი მოცულობისადმი სხვადასხვაგვარ მიდგომაშია.

სხვადასხვა ქვეყანაში ამ ტერმინმა სხვადასხვა ფორმულირება მიიღო.

ცხრილი1

მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ტერმინ `sustainable development'-ის

ოფიციალურად მიღებული თარგმანები

ენა

რიგინალ-ტერმინის ოფიციალურად მიღებული თარგმანი

რუსულ ენაზე სიტყვით ნათარმნი

ფრანგული

Development duranble

ხანგრძლივი განვითარება

იტალიური

Sviluppo sostenibile

მხარდასაჭერი განვითარება

გერმანული

Nachhaltige Entwicklung

განგრძობადი განვითარება

შვედური

En stadig uteckling

მდგრადი განვითარება

ნორვეგიული

En holder utvickling

მყარი განვითარება

იაპონური

Jizoki-teken kaihatsu

გახანგრძლივებული განვითარება


ქართულ ენაზე ტერმინი _ ორიგინალური სუსტანაბლე დეველოპმენტ ითარმნა როგორც "მდგრადი განვითარება", თუმცა ამ სიტყვას სხვას მნიშვნელობები აქვს "თვითგამაგრებული", "ხანგრძლივი, უწყვეტი", "გამაგრებული", "დაცული" ოფიციალურ დოკუმენტებში, სამეცნიერო და პუბლიცისტურ ლიტერატურაში ეს ტერმინი სწორედ ამ სახით გამოიყენება .

ხშირად "მდგრადი განვითარების" შესახებ დისკუსიები სიტყვებზე დავაში გამოიხატება. აკადემიკოსი ნ. ნ. მოისეევი წერდა: სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ამ ტერმინის არსში გარკვევა, მისი პოლიტიკური დაშრევებისაგან გათავისუფლება და მისთვის ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენის შესაბამისი შინაარსის მინიჭება.
მდგრადი განვითარების ანალიზისათვის პირველ რიგში აუცილებელია "მდგრადი განვითარების" შინაარსისა და შინაგანი არსის გახსნა. დღეისათვის "მდგრადი განვითარების" 50-ზე მეტი განმარტება არსებობს და მათი რაოდენობა იზრდება. ეს ასახავს როგორც თვითონ მისი გაგების სირთულეს, რაც მოიცავს კაცობრიობის სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა ფენის შეხედულების _ მეცნიერული, სამეწარმეო, პოლიტიკური წრეების შეუთანხმებლობას. მაგალითისათვის, მეცნიერები მდგრადი განვითარების იდეას ახასიათებენ როგორც საზოგადოების ახალ ხარისხში გადასვლას ("ადამიანისა და ბუნების კოევოლუცია") და ბიოსფეროს ("ნოოსფერო"). მეწარმეებს ის ესმით როგორც პოლიტიკური რყევებისა და საზოგადოების ცვლილების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა.

შედარებით ხშირად ციტირებადი შინაარსი ტერმინისა "მდგრადი განვითარება" ორიგინალში მოწოდებულია გარემოსა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კომისიის მიერ (ბრუნდტლანდის): "მდგრადი განვითარება" _ ეს არის ისეთი განვითარება, რომელიც თანამედროვეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ საშიშროების ქვეშ არ აყენებს მომავალი თაობების უნარს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა. ის ორ ძირითად განსაზღვრებას მოიცავს.

მოთხოვნილებების, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის უღატაკესი ფენების არსებობისათვის, რაც პირველხარისხოვანი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს.

შეზღუდვების გაგება, რომლებიც განპირობებულია საზოგადოების ტექნოლოგიისა და ორგანიზაციის მდგომარეობით, რაც თან ერთვის გარემოს უნარს, დააკმაყოფილოს ამჟამინდელი და სამომავლო მოთხოვნილებები."

მდგრადი განვითარება _ გაეროს განმარტებებით _ არის საზოგადოების განვითარება, რომელიც ახლანდელი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა ისე, რომ არ დააზარალოს ის შესაძლებლობები, რასაც მომავალ თაობებს მათი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მემკვიდრეობით დაუტოვებს.

1990 წელს დაარსებული მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (ვინიპეგი, კანადა), აღნიშნულ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: "მდგრადი განვითარება ნიშნავს გარემოს გაერთიანებას, ეკონომიკურ ეფექტურობას და ხალხთა კეთილდღეობას".

რიო-დე-ჟანეიროში გაეროს მიერ ჩატარებული კონფერენციის "XXI საუკუნის დღის წესრიგი" ავტორთა პოზიციიდან მდგრადი განვითარება _ ეს არის დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რაც ხორციელდება გარემოს დაცვის და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პოზიციიდან და ითვალისწინებს არა მარტო თანამედროვე, არამედ მომავალი თაობების სასიცოცხლო ინტერესებს.
იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში მდგრადი განვითარების ამოცანები შემდეგნაირად ხასიათდება:
 ეკონომიკური ზრდის ამაღლება;
 გარემოს დაცვის მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის თვალსაზრისით;
 სოციალური თანასწორობის მიღწევა.

მსოფლიო ბანკის ფორმულირებაში _ მდგრადი განვითარება _ კაცობრიობის შესაძლებლობების შენარჩუნებისა და გამრავლების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების ერთობლივი (საერთო) კაპიტალის მართვაა.

ახლა გამოვიყვანოთ მდგრადი განვითარების შესახებ რიგი მეცნიერების მიერ ფორმულირებული განმარტებები.

აკადემიკოსი ვ.ა. კომპიუგი თვლიდა, რომ მდგრადი განვითარების კონცეფცია "არის კაცობრიობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დაბალანსებული განვითარება და გარემოს დაცვა. აგრეთვე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკური დისპარიტეტის შემცირება როგორც ტექნოლოგიური პროცესის, ისე მოხმარების რაციონალიზაციის გზით". ის სამართლიანად აღნიშნავდა, რომ მდგრადი განვითარების კონცეფციას პირველ რიგში ზოგად სოციალური მნიშვნელობა აქვს და ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

აკადემიკოსი ნ.ნ. მოისეევი თავის ნაშრომში "მდგრადი განვითარება" განმარტავს როგორც წონასწორული მგომარეობისადმი საზოგადოების სტრატეგიის შემუშავებას და რეალიზაციას: "კაცობრიობას მომავალი შესაძლებელია გარანტირებული ჰქონდეს მხოლოდ ნივთიერებათა მეტად თუ ნაკლებად სტაბილური ბრუნვის პირობებში. სწორედ ციკლების სტაბილურობაა ბიოსფერული წონასწორობის მდგომარეობა".

აკადემიკოსი ა. დ. ურსული თვლის: ,,,,.. შესაფერისად მიგვაჩნია განვიხილოთ მდგრადი წონასწორობა როგორც ცივილიზაციისა და ქვეყნის გადარჩენა და უწყვეტი განვითარება გარემოს და, პირველ რიგში, ბიოსფეროს შენარჩუნების პირობებში". თავის სტატიაში "გლობალიზაცია და მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება: სისტემურ სინერგიული მიდგომა" მდგრად განვითარებას ის განსაზღვრავს როგორც განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების, გარემოს ხელსაყრელი პირობების შენარჩუნების პრობლემებისა და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის დაბალანსებულ გადაწყვეტას ადამიანთა ამჟამინდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

ვ. ი. დანილოვ-დანილიანს მდგრადი განვითარება ესმის როგორც ისეთი განვითარება, რომლის დროსაც გარემოზე ზემოქმედება რჩება ბიოსფეროს სამეურნეო მოცულობის ფარგლებში ისე, რომ არ ირღვევა ადამიანის სიცოცხლის კვლავწარმოების ბუნებრივი საფუძველი, შექმნილ საარსებო პირობებს თან არ სდევს ადამიანის დეგრადაცია და სოციალურ დესტრუქციული პროცესები ვითარდება იმ მასშტაბებამდე, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას დაემუქრება.

ა. ნ. ტეტიორი მდგრად განვითარებაზე ლაპარაკობს როგორც "კომპლექსურ გაგებაზე, რომელიც მოიცავს ადამიანების მოთხოვნილებების უზრუნველყოფას ისე, რომ მომავალ თაობებს არ მოუსპოს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება; რეგიონის ეკოლოგიურ შესაძლებლობებთან ცხოვრების წესის შეთანხმება; ექსპლუატაციის შეზღუდვის განსაზღვრა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის ბიოსფეროსთან, რომ გაუმკლავდეს ადამიანის ქმედებების შედეგებს; დედამიწის მოსახლეობის რიცხვის ზრდის შეთანხმებისა და ეკოსისტემის წარმოების პოტენციალთან".

ტ. ი. იარიგინა მდგრად განვითარებას განსაზღვრავდა როგორც: " განვითარებას, რომელიც თანამედროვე თაობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს ისე, რომ მსხვერპლად არ სწირავს მომავალი თაობების შესაძლებლობებს, უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნები". აქ ჩვენ სოციალური და ეთიკური ინტერესების პრიორიტეტებს ვხედავთ.,

რ. აბდულატიპოვი მდგრად განვითარებაზე წერს როგორც მის ისეთ თვისებაზე, როცა ადამიანებს უნარი აქვთ მხოლოდ გაიუმჯობესონ თავიანთი კეთილდღეობა, სშეიგრძნონ სტაბილურობის გარანტია, იყვნენ დარწმუნებულნი თავისი შვილების მომავლის გამო.
ამ განმარტებებიდან მსოფლიო ლიტერატურაში გაჩნდა ათეულობით სხვა განსაზღვრება. ძირითადად, ყოველი, ვინც მდგრადი განვითარების პრობლ;ემას შეეხება, თავისი განმარტების ფორმულირებას აკეთებს.

მდგრადი განვითარების ქვეშ გულისხმობენ განვითარებას, რომელიც წარმოშობს ეკონომიკურ ზრდას, სამართლიანად ანაწილებს მის შედეგებს, აღადგენს გარემოს უფრო მეტად, ვიდრე მას ანგრევს, ადამიანთა შესაძლებლობებს ზრდის და არ აღატაკებს მათ.

მდგრადი განვითარება _ ეს არის გარემოს დაცვის სისტემის განვითარება უწყვეტობის მაღალი პოტენციალით ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური შეზღუდვების შიგნით (ფარგლებში).

საზოგადოების მდგრადი განვითარების ქვეშ გულისხმობენ ისეთ განვითარებას, რომლის დროსაც დგინდება მოსახლეობის რაოდენობის მეცნიერულად დასაბუთებული ზღვარი, რაც უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი ცხოველქმედებისათვის და საცხოვრებელი გარემოს ბუნებრივი აღქმის პირობებში სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

არსებობს მდგრადი განვითარების უფრო მოკლე განმარტებები:
 განვითარება, რომელიც მომავალ თაობებს დამატებით ხარჯებს არ აკისრებს;
 განვითარება, რომელიც თაობათა შორის გარე ეფექტების მინიმიზებას ახდენს;
 განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს მომავალზე გათვლილი წარმოების პოტენციალის პერსპექტივის მუდმივ მარტივ და გაფართოებულ აღქმას (კვლავწარმოებას);
 განვითარება, რომლის დროსაც კაცობრიობისათვის აუცილებელია ბუნებრივი კაპიტალის მხოლოდ პროცენტზე ცხოვრება ისე, რომ თვით კაპიტალს არ შეეხოს.

ამგვარად, მდგრადი განვითარების თეორიული პროცესების შესახებ ცოდნის სფეროში მდგრადი განვითარების მოდელების კონსტრუირებისას პირობითად შეიძლება გამოვყოთ სამი მიდგომა _ რესურსული, ბიოსფერული, ინტეგრაციული. ყველა ისინი ეფუძნება ერთიან ფილოსოფიურ და ბუნებრივ-მეცნიერულ საფუძველს.

მდგრადი განვითარების უფრო მისაღები განმარტების ამორჩევას თუ შევეცდებით, მაშინ, ჩვენი შეხედულებით, ყველაზე ნაყოფიერ და ზუსტ განმარტებად აკადემიკოს ვ.პ. კოპტიუგის მიერ მოცემული განმარტება მიგვაჩნია. ამასთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების გაგებაში უნდა ჩავრთოთ:
1. ეკონომიკისა და ეკოლოგიის დაბალანსებულობა, ანუ განვითარების ისეთი დონის მიღწევა, როცა ხალხი თავისი საწარმოო ან სხვაგვარი ეკონომიკური საქმიანობით საარსებო გარემოს რღვევას წყვეტს;
2. ეკონომიკური და სოციალური სფეროების დაბალანსებულობა, რაც მოიცავს მოსახლეობის ინტერესებისათვის იმ რესურსების მაქსიმალური გამოყენების უზრუნველყოფას, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს;
3. იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც დაკავშირებულია არა მარტო მიმდინარე სიტუაციათა განვითარებასთან, იმ პერსპექტივების გათვალისწინებასთან, რაც ორიენტირებულია როგორც დღევანდელი მოსახლეობის, ისე მომავალ თაობებზე.
ამ განმარტებებიდან ჩანს, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა დიდად იქნება დამოკიდებული ეკონომიკური განვითარების ხასიათზე. ეკონომიკაში ხომ სწორედ, ერთი მხრივ, იქმნება საზოგადოების მატერიალური საფუძვლები, ფორმირდება სოციალური განვითარების ბაზისური ურთიერთობები, მეორე მხრივ _ საფუძველი ეყრება ბიოსფეროს ანთროპოლოგენურ პარამეტრებს. იმაზე, თუ როგორ მოხდება ეკონომიკის განვითარება და რამდენად დაცული იქნება ბიოსფეროს საყოფაცხოვრებო მოცულობის საზღვრები, დამოკიდებული იქნება გავა თუ არა საზოგადოება მდგრადი განვითარების გზაზე.

აკადემიკოს კომტიუგის მიერ მოცემული მგდრადი განვითარების განმარტებაში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი დისპარიტეტის საკითხს აყენებს ყველა დონეზე, გლობალურიდან ადგილობრივამდე, რაც აბალანსებს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებს. ამრიგად, მოცემული განმარტება სრულიად გამოდგება რეგიონის მდგრადი განვითარების შესასწავლად.

მდგრადი ეკონომიკა _ ეს არის ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია ინფორმაციულ რესურსებზე და არა მატერიალურ-ენერგეტიკულ ფაქტორებზე. ერთი სიტყვით, ეს არის “ცოდნის ეკონომიკა”. თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიური წყობა გამოკვეთილად ინფორმაციულ-კომუნიკაციურ სახეს იღებს. მდგრადი ეკონომიკა _ ეს არის სოციოკულტურულ პარამეტრებზე, ადამიანებზე ორიენტირებული ეკონომიკა. “სისტემის ცივილიზებულობის კანონის” მიხედვით (ე.ე. დროზდოვსკი) კულტურის დინამიკასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებობს კორელაციური დამოკიდებულება. მდგრადი განვითარებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია იდეოლოგია, კულტურა და ეკონომიკა.

რეგიონის მდგრადი განვითარების განხილვა შესაძლოა ერთი მხრივ როგორც პოზიტიური დინამიკის პროცესი, მეორე მხრივ კი _ როგორც რეგიონული ქვესისტემების მდგომარეობების დაბალანსებულობა.

მდგრადი განვითარების გამოკვლევა ემყარება დროის გარკვეულ მონაკვეთში სხვადასხვა სისტემების მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას. სისტემებს მიეკუთვნება გარემო პირობებში მოქმედი როგორც გლობალური, ისე ლოკალური სოციალ-ეკონომიკური სისტემები. სოციოეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემა დინამიკურია და ვითარდება სისტემის სამ ქვესისტემაში (საზოგადოების, ბუნების და ეკონომიკის). მდგრადი განვითარება სოციოეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ვარაუდობს, რომ ასეთი სისტემის თვისების წონასწორობა და სოციალურ, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ბალანსი გარემო ზემოქმედების დროს ნარჩუნდება.

ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სისტემებს აქვს ცვლადი სტრუქტურები, ანუ მოძრავნი არიან და ფორმირდებიან ფუნქციონირების პირობების შესაბამისად. სოციალური ქვესისტემა ხასიათდება დიდი სტაბილურობით, ის ნაკლებად მოძრავია.

სოციოეკოლოგო-ეკონომიკური სისტემა შეიძლება დახასიათდეს როგორც არამდგრადი, რამდენადაც საერთო სისტემაში შეკრებილ ქვესისტემაში ინტერესთა ბალანსის მიღწევა ძალიან რთულია, ალბათ შეუძლებელიც კია. ობიექტურად ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობა გლობალურ და ეროვნულ ინტერესებს შორის ცალკეული ეროვნული მეურნეობის დონეზე.

დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში ქვესისტემებს შორის ურთიერთკავშირზე დაკვირვებისას შეიძლება სისტემის განვითარების კანონზომიერებების გამოვლენა. დღეისათვის მდგრადი განვითარების ეკონომიკური ახსნის წინა პლანზე გადმოტანა შესაძლებელია კანონზომიერად ჩაითვალოს, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევა სერიოზული ეკოლოგიური ცვლილებების გამო შეუძლებელი ხდება.